Saturday, December 15, 2018

დღე მეცხრე "რეფლექსია"

სამუშაო დღე დავიწყეთ  საშინაო დავალების განხილვით:პროექტის გეგმაში უნდა შეგვეტანა: დიფერენცირებული სწავლება, ინტერნეტრესურსის /ინვენტარის მასალები.დაგვესრულებინაჩვენი გეგმა
ბლოგზე ავტვირთეთ პრეზენტაცია File-Publish -tothe Web- Embed აქ ვაკოპირებთ ლინკს და ჩავსვამთ ბლოგზე HTML - ველში,, ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის ზომების განსაზღვრა. შეგვიძლია ვორდში  საძიებო ლინკების ატვირთვა.
მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ტრენერისგან მივიღეთ რეკომენდაციები, რაც დამეხმარება  პროექტის განხორციელებაში.
აღნიშნული ტრენინგი მიტად საინტერესო და მნიშვნელოვანინ იყო . მადლობა, ტრენერს:გიორგი არავიაშვილს.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, December 14, 2018

რეფლექსია:ტრენინგის დღე მერვე

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ დავალების მიმოხილვით.კერძოდ ჩვენი დავალება იყო პროექტის შეფასების კითხვარი შეგვედგინა Driver- ში. შეფასების კითხვარის შედგენა დაგვეხმარება, რომ მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვაში, ელექტრონული ვერსიის საშუალებით.შევქმენი პრეზენტაციის რუბრიკა,რომელშიც შევიტანე მახასიათებლები მოსწავლეების შესამოწმებლად.
 პროექტში გამოყენებული მაქვს აქტივობა, რომელშიც მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად.ჯგუფებში  თითოეული მოსწავლის შეფსება რომ ვაწარმოვოთ ვიყენებთ კოლაბორაციულ შეფასების რუბლიკას ,რომელიც ,როგორც თვითშეფასებას,მასწავლებელთა შეფასების და თანატოლთა შეფასებას მახასიათებლებია გაწერილი.
როდესაც პროექტს დავიწყებ ,გამოვიყენებ ამ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. წინასწარ გავაცნობ  მოსწავლეებს .რაც  დაეხმარება თვითრეგულირებად მოსწავლეებად ჩამოყალიბებაში.სახელმძღვანელოდან გავიგე ,რომ შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები სასურველია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაოთ.ეს დაგვეხმარება პროექტის საკითხების უკეთ  შესწავლაში.
იმისათვის რომ ყველა ჩაერთოს პროექტში საჭიროა მოვახდინოთ ფასილიტირება და დიფერენცირება.რადგან, გათვალისწინებულ იქნეს თითოეული მოსწავლის საჭიროება.ამისთვის ვიყენებ :ვ.მ.ვ .ამით განვსაზღვრავ ,მოსწავლეთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს პროექტის აქტივობებშ,
მივიღეთ დავალება მომდევნო დღისთვის.

Monday, December 10, 2018

დღე მეშვიდე "რეფლექსია"

დღე დავიწყეთ დავალების განხილვით,მივიღეთ რეკომენდაციები,რჩევები  სასწავლო  პროცედურებთან დაკავშირებით.
გავეცანით და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების ჩექლისტს .
ჩექლისტის მეშვეობით გავაკეთეთ პრეზენტაცია მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების ვერსია.         .
    Drive- ში შევქმენით ,,გუგლ-დრაივერის '' გამოყენებით კითხვარის ფორმა.ვისწავლეთ თითქმის ყველა ტიპის კითხვარის შედგენა და მისი რედაქტირება.ავტვირთეთ საკუთარ პორტფოლიოში და მივიღეთ საშინაო დავალება.დღევანდელი დღეც იყო სხვა დღეების მსგავსად დატვირთული და საინტერესო.

Sunday, December 9, 2018

დღე მეექვსე "რეფლექსია"

მიმოვიხილეთ საშინაო დავალება.გავეცანით როგორ შევძლოთ სანდო ვებგვერდების ამოცნობა.ვისწავლეთ ბლოგში ვიდეოს ატვირთვა.ბლოგებში დავამატეთ გვერდები .ჩემ შესახებ,ფოტო ვიდეო და სხვა მომხმარებლის სახელები.მადლობა გიორგის.

Saturday, December 8, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია:

მიმოვიხილეთ საშინაო დავალება,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შეფასების ინსტრუმენტები,შევიმუშავეთ პრეზენტაციის შქმნის ჩექლისტი.დრაივში დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა:ავტვირთეთ ტექსთები და სურათები.
მივიღეთ საშინაო დავალება.მადლობა,გიორგი არავიაშვილს გამძლეობისთვის.

Friday, December 7, 2018

დღე მეოთხე ''რეფლექსია''

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ მიმოვიხილეთ დავალება,  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე.მოდული 2 აქტივობა 3.
ბუკლეტში ავტვირთეთ  სურათები.მივიღეთ საშინაო დავალება.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი:

* როგორ შევძლო გარჩევა უსაფრთხო და საფრთხის შემცველ ნივთებს შორის?

თემატური:

* რა არის უსაფრთხოება?

შინაარსობრივი :
* რა არის საჭირო საფრთხის შემცველ ნივთების გამოყენების დროს,რომ დაცულად ვიგრძნო თავი?

*როგორ შევძლო საფრთხის გამომწვევი მიზეზების დადგენა?

Monday, December 3, 2018

დღე მესამე რეფლექსია

მესამე დღეს გავაკეთეთ გეგმის მიმოხილვა.დრაივში შევქმენით საქაღალდე და ქვესაქაღალდეები. ასევე ვიმუშავეთ  ბროშურების შექმნაზე და ავტვირთეთ დრაივში.
მადლობა გადავუხადეთ ტრენერს და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

Sunday, December 2, 2018

დღე მეორე '' რეფლექსია''

მეორე დღეს ვიმუშავეთ პროექტის თემის შინაარსის განხილვაზე.
შევქმენით ბლოგი.
ვისწავლეთ ჩვენი ბრაუზერების დაცვა(ინკოგნიტოს ბრაუზერის გამოყენება).
ბლოგზე ვისწავლეთ ფორმატირება.ახალი სტატიის შექმნა და გამოქვეყნება.მივიღეთ საშინაო დავალება.


დღე პირველი ''რეფლექსია''

პირველი დღის რეფლექსია:
 ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე.
ვისაუბრეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნებზე.
გავეცანით 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს.
გავეცანით გეგმის შაბლონებს
http://intelga.blogspot.com/გავეცანით გიორგის ბლოგს.